ALF აპარატი თანკბილვის კორექციისთვის
Astra Dental Clinic-ში თანკბილვის გამოსასწორებლად გამოიყენება უახლესი ორთოდონტიული კონსტრუქცია — ALF აპარატი.
ეს მეთოდი 1983 წელს შეიმუშავა ექიმმა დერიკ ნორდსტრომმა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ულბივარ, რბილ და ფიზიოლოგიურ ტექნიკად ითვლება.
ALF წარმოადგენს თხელი, გამძლე ლითონის მავთულის სისტემას, რომელიც თავსდება პირის ღრუს შიდა მხარეს. ფიქსაციას უზრუნველყოფს სპეციალური მარყუჟები, რის გამოც აპარატი თვალისთვის შეუმჩნეველია.
როგორ მუშაობს ALF
ALF იყენებს კრანიული ოსტეოპათიის პრინციპს — ძალიან რბილად მოქმედებს:
თავის ქალას ძვლებზე,
ფასიებზე,
ტვინის გარსებზე.
ასეთი გავლენა ეხმარება თავის ქალას სტრუქტურებს ბუნებრივად დაბრუნდეს სწორ ანატომიურ მდგომარეობაში.
აპარატი აუმჯობესებს:
სახის ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებას,
თავის ბუნებრივ „სუნთქვას“ (მიკროძრაობებს),
სახის ჰარმონიულ ზრდას.
ALF რეკომენდებულია ბავშვებისთვის 4–5 წლიდან, ასევე მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის საჭიროების მიხედვით.
ALF აპარატის უპირატესობები
რბილი, ფიზიოლოგიური გავლენა – არ არის მტკივნეული და მინიმალურ დისკომფორტს იწვევს.
ესთეტიკა – შიდა მხარეს ფიქსაციის გამო გარედან საერთოდ არ ჩანს.
ჰიგიენის სიმარტივე – შესაძლებელია მოხსნა და მარტივად გასუფთავება.
გამოსწორებს არა მხოლოდ დეფექტს, არამედ მის გამომწვევ მიზეზებსაც.
ქალის ძვალზე ერთდროული და დაბალანსებული ზემოქმედება, რაც ამცირებს რეციდივის (გამეორების) რისკს.
შესაბამისი შეზღუდვები
ძვლების ფიზიოლოგიური გადაადგილების პროცესში ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის მსუბუქი გაძნელება ან ხედვის დროებითი დისკომფორტი.
მაქსიმალური შედეგი მიიღწევა მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

