კერამიკული ბრეკეტები
კერამიკული ბრეკეტების სახეობები
ბრეკეტ–სისტემების სახეობები განისაზღვრება მათი დამაგრების ფორმით. შესაბამისად, არსებობს ორი ძირითადი ტიპი: ლიგატურული და ულიგატურო (თვითრეგულირებადი) ბრეკეტ–სისტემები. ქვემოთ თითოეულ მათგანს დეტალურად განვიხილავთ.
ლიგატურული ბრეკეტები
ლიგატურული სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდია სტომატოლოგიაში. ამ ბრეკეტ–სისტემაში გამოყენებულია მეტალის რკალი, რომელიც უკავშირდება კბილებზე დამაგრებულ ბრეკეტ–ბოქლომებს. თითოეული ბოქლომი რკალს უკავშირდება ლიგატურების მეშვეობით, რომლებიც ორ ტიპად იყოფა:
ელასტიკური რეზინები — გამოიყენება მკურნალობის საწყის ეტაპზე ან ცალკეული კბილის გასასწორებლად.
მავთული ლიგატურები — გამოიყენება მკურნალობის ბოლო ეტაპზე, რადგან უფრო მტკიცე და საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს.
ულიგატურო (თვითრეგულირებადი) ბრეკეტები
ეს სისტემა შედარებით ახალია. კონსტრუქცია ახდენს კბილებზე ზეწოლას რკალის საშუალებით, რომელიც პირდაპირ ბოქლომებში ფიქსირდება — დამატებითი შემაკავშირებელი ელემენტის, ანუ ლიგატურის გარეშე.
პრინციპული განსხვავება სწორედ ამაშია: სისტემა თვითონ არეგულირებს ზეწოლას, რაც ზოგჯერ კომფორტულ და ეფექტურ მკურნალობას უზრუნველყოფს.
კერამიკული ბრეკეტების უპირატესობები
კერამიკული ბრეკეტების მთავარი ღირსება მათი ესთეტიკურობაა. კერამიკის ფერი თითქმის სრულად ემთხვევა კბილის ემალის ფერს, რის შედეგადაც ღიმილი ბუნებრივად გამოიყურება.
კერამიკული მასალა დროთა განმავლობაში არ იცვლის ფერს, არ ქრევა და არ იკრავს პიგმენტს — მას არ აზიანებს არც დრო და არც განსაკუთრებული საღებავი შემცველი პროდუქტები.
კერამიკული ბრეკეტები აგრეთვე გამოირჩევა კომფორტით: მცირე ზომისა და გლუვი ზედაპირის გამო პაციენტი მათთან ადაპტირდება 3–7 დღის განმავლობაში.
კერამიკული ბრეკეტების მოვლა
ჰიგიენა — აუცილებელია კბილების წმენდა ყოველი ჭამის შემდეგ, სასურველია სპეციალური ჯაგრისების, ირიგატორის და კბილის ძაფის გამოყენებაც.
საკვების კონტროლი — საჭიროა მაგარი და წებოვანი საკვების გამორიცხვა. სასურველია ტკბილეულის შემცირებაც.
მავნე ჩვევებზე უარი — რეკომენდებულია მოწევისა და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებისგან თავის შეკავება.
კერამიკული ბრეკეტები განსაკუთრებულად პოპულარულია იმ პაციენტებში, ვისაც მკურნალობის პროცესშიც სურს შეინარჩუნოს ბუნებრივი და ესთეტიკური ღიმილი. თუმცა, ისინი ყველაზე ბიუჯეტურ ვარიანტად არ ითვლება.
რა ღირს კერამიკული ბრეკეტები „Astra Dental Clinic“-ში?
თბილისში კერამიკული ბრეკეტების საშუალო ფასი 920 დოლარიდან იწყება.
„Astra Dental Clinic“-ში კი მათი ღირებულება 620 დოლარიდან განისაზღვრება.
ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან სტომატოლოგიურ მომსახურებას გამჭვირვალე, სამართლიან ფასად.

