ლუმინირები — თანამედროვე ესთეტიკური სტომატოლოგიის ნაზი შეხება

ლუმინირები — თანამედროვე ესთეტიკური სტომატოლოგიის ნაზი შეხება

2 წთ

ავტორიარტურ ზალიანი

ლუმინირები — თანამედროვე ესთეტიკური სტომატოლოგიის ნაზი შეხება

ლუმინირების დასადგმელად მომზადება

I ეტაპი — დიაგნოსტიკა და დაგეგმვა

პროცესი იწყება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასებით. რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სტომატოლოგი ადგენს მკაფიო სამოქმედო გეგმას და არჩევს ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ მეთოდს. თუ გამოკვლევის დროს უკუჩვენებები არ ფიქსირდება, იწყება მომდევნო ეტაპი — ლუმინირების უშუალო დაგეგმვა.

II ეტაპი — სტომატოლოგიური სანაცია

ლუბიმინირების დასადგმელად აუცილებელია იდეალური სტომატოლოგიური გარემო. პაციენტმა უნდა გაიაროს სრული სანაცია: წესრიგში მოიყვანოს ღრძილები, მოიცილოს ნადები და კბილის ქვა, რათა ლუმინირებმა მაქსიმალურად ბუნებრივად და საიმედოდ დაიკავონ ადგილი.

III ეტაპი — მომავალი ღიმილის ციფრული მოდელირება

სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით იქმნება პაციენტის მომავალი ღიმილის სამგანზომილებიანი ვიზუალური მოდელი. ეს საშუალებას აძლევს როგორც ექიმს, ისე პაციენტს — წინასწარ დაინახონ მოსალოდნელი ცვლილებები და შეთანხმდნენ საბოლოო შედეგზე.

IV ეტაპი — ლაბორატორიული დამზადება

კლინიკა Astra Dental Clinic იღებს ზუსტ ანაბეჭდებს და გადასცემს ლაბორატორიას, სადაც ინდივიდუალური ლუმინირები, პაციენტის ანატომიის სრულ შესაბამისობაში, მზადდება უმაღლესი სტანდარტებით.

ფინალური ეტაპი — გასინჯვა და ფიქსაცია

მზადებული ლუმინირები პირველად იტესტება. თუ კონსტრუქცია იდეალურად ემთხვევა კბილებს და სრულად აკმაყოფილებს ესთეტიკურ და ფუნქციურ მოთხოვნებს, ხდება მისი საბოლოო, საიმედო ფიქსაცია. შედეგად პაციენტი იღებს წვდომას სრულიად ახალ ღიმილზე — ბუნებრივზე, ნათელზე და ჰარმონიულზე.

ლუმინირების შესაძლო ნაკლოვანებები

მიუხედავად მათი დახვეწილი ვიზუალისა, ლუმინირებს რამდენიმე ასპექტი აქვს, რომელსაც ყურადღება უნდა დაეთმოს:

მაღალი ფასის დიაპაზონი

ლუმინირები სხვა ესთეტიკურ კონსტრუქციებთან შედარებით უფრო მაღალი ღირებულებით გამოირჩევა. მაგალითად, ვინირები საშუალოდ 220 დოლარიდან იწყება, მაშინ როცა ლუმინირების ფასი თბილისში დაახლოებით 350 დოლარია.

კბილის მოცულობის ზრდის ეფექტი

კბილის ემალის დაუმუშავებლად შესრულებული ფიქსაციის გამო, ლუმინირებმა შესაძლოა ოდნავ გაზარდოს კბილის მოცულობა, რაც ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

შეზღუდული შესაძლებლობები სერიოზული პრობლემების შემთხვევაში

ლუმინირები იდეალურია მცირე ესთეტიკური დეფექტების დასაფარად. თუმცა, თუ კბილების მდგომარეობა ღრმა თერაპიულ მკურნალობას მოითხოვს, მხოლოდ ლუმინირება საკმარისი არ იქნება — ასეთ შემთხვევებში საჭიროა კომპლექსური სტომატოლოგიური ჩარევა.