მეტალის ბრეკეტები

მეტალის ბრეკეტები

2 წთ

ავტორინინო ბიწაძე

მეტალის ბრეკეტები

მოვლა და რეკომენდაციები

მეტალური ბრეკეტ–სისტემის დაყენებიდან პირველ დღეებში მოსალოდნელია კბილების არეში მსუბუქი, მქაჩავი ან მტკივნეული შეგრძნებები. ეს ბუნებრივი რეაქციაა, რადგან რკალის ზეწოლის შედეგად კბილები გადანაცვლებას იწყებს. ამ პერიოდში სასურველია რბილი ან თხევადი საკვების მიღება — ბავშვთა კვება, სუპები, პიურესუპები, გარკვეული სახეობის ფაფები და სხვა.

დაყენების შემდეგ, ლორწოვანი გარსის — ლოყების, ტუჩებისა და ენის — გაღიზიანება ან მცირე დაზიანებაც შესაძლებელია, რაც ასევე დროებითი და ნორმალური პროცესია.

საკვები, რომლის მიღებაც რეკომენდებული არ არის:

პროდუქტები, რომელთა სიმკვრივე შეიძლება გახდეს ბრეკეტ–სისტემის ელემენტების — ბოქლომების ან რკალების — დაზიანების მიზეზი: მაგარი ხორცი, ზედმეტად მაგარი საკვები, კაკლები, ასევე წიწიბურა და ბრინჯი.

საკვები, რომელიც მცირე ნაწილაკებს ტოვებს და რთულად იწმინდება: მაგალითად, მაკიანი ბულკა, ჩიფსები, ზოგიერთი ხილი რბილი, წებოვანი რბილობით.

გამწელი სტრუქტურის ტკბილეული: კარამელები, ჟელესებური კანფეტები და სხვა მსგავსი პროდუქტები.

ბრეკეტ–სისტემის არჩევისას პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს კონსტრუქცია მოითხოვს განსაკუთრებულ სისუფთავესა და ყურადღებით მოვლას.

მოვლის ძირითადი წესები

ჰიგიენა: აუცილებელია პირღიას ჰიგიენის სრული დაცვა. კბილები უნდა გაიხეხოს ყოველი ჭამის შემდეგ. ნარჩენი საკვების მოსაშორებლად სასურველია კბილის ძაფის გამოყენება.

ორთოდონტთან ვიზიტები: არ გამოტოვოთ დაგეგმილი ვიზიტები. ექიმი აკონტროლებს მკურნალობას, ცვლის რკალს და აფასებს ბრეკეტ–სისტემის მდგომარეობას.

პროფესიონალური წმენდა: რეკომენდებულია პროფესიონალური ჰიგიენის — წმენდის — გავლა ექვს თვეში ერთხელ.

სპორტული აქტივობა: თუ სპორტში ხართ ჩართული, სასურველია სპეციალური დამცავი კაპის გამოყენება, რათა თავიდან აიცილოთ კბილებისა და ბრეკეტების დაზიანება.

ფასი „Astra Dental Clinic“-ში

თბილისში მეტალის ბრეკეტების საშუალო ფასი 550–900 დოლარს შორის მერყეობს. „Astra Dental Clinic“-ში კი მათი ღირებულება 370 დოლარიდან იწყება.

ჩვენ ვთავაზობთ ხარისხიან სტომატოლოგიურ მომსახურებას სამართლიანი, გამჭვირვალე ფასების ფარგლებში — ზედმეტი დანამატებისა და ხელოვნურად გაზრდილი ტარიფების გარეშე.